ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მენინგოკოკური ინფექციის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

11 მარტი, 2017 • Newpress • 1

მენინგოკოკური ინფექციის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მენინგოკოკური ინფექციის შედეგად თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მშობლებმა ბავშვის ჩაყვანა დააგვიანეს.

„უმძიმესი მდგომარეობა იყო, კლინიკაში რომ მოიყვანეს, ფაქტიურად მენინგოკოკური სისხლჩაქცევები სხეულზე უკვე მოდებული იყო“, – განაცხადა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ჯონი ჯანაშიამ.

4 წლის ბიჭი ბათუმის „დედათა და ბავშვთა“ ცენტრში 8 მარტს მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ექიმმა კონსულტაციის დროს საჭიროდ ჩათვალა, რომ ბავშვს საგანგაშო ნორმები არ ჰქონდა და გაუშვა სახლში.

„ჩვენი ინფორმაციით, ბავშვს ტემპერატურამ 6 მარტს აუწია. თავის ტკივილებითა და მომატებული ტემპერატურით იგი 8 მარტს სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს. ექიმმა კონსულტაციის დროს საჭიროდ ჩათვალა, რომ ბავშვს საგანგაშო ნორმები არ ჰქონდა და გაუშვა სახლში. დაახლოები 7 საათის შემდეგ, დაეწყო გამონაყარი და ბათუმის “დედათა და ბავშვთა“ ცენტრში ისევ გადაიყვანეს, საიდანც უკვე რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა აჭარაში წელს პირველი შემთხვევაა“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში ყოვეწლიურად მენინგოკოკური ინფექციის ერთეული შემთხევევა ფიქსირდება. ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს – სამი, 2015 წელს – ორი, 2016 წელს ერთი და მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: ipn.ge

თეგები: ინფექციმენინგოკოკური