ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთისა და რაჭის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

13 მარტი, 2017 • Newpress • 1

იმერეთისა და რაჭის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

14 მარტს ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს:

ქუთაისში 11:00-დან 14:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება ფიდერი „5ბ“ და ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 200 აბონენტს ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

ზესტაფონში 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ფიდერ „კვალითის დასახლების“ აბონენტებს ქ. ზესტაფონის კვალითის დასახლებაში.

11:00-დან 14:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება ფიდერ „როხზე“, რის გამოც ძაბვის მიწოდება შეუწყდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებს წითელხევი, როხი, სალომინაო.

გადამცემ ხაზ „გლოლაზე“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს გლოლასა და შოვს.

თეგები: დასავლეთელექტროენერგიასაქართველო