სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 8 სპორტული მოედანი მოეწყობა

31 მარტი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში 8  სპორტული მოედანი მოეწყობა

ქუთაისის მერია სპორტული მოედნების რეაბილიტაცია – მოწყობას იწყებს.

რვა სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი თვითმმართველობა 200 622 ლარიან ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. მოედნები, ნიკეას ქუჩაზე, N9 კორპუსთან, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, N9 კორპუსის უკან, ბუხაიძის ქუჩის მე-2 მიკრორაიონის N18 კორპუსთან, მაისურაძის ქუჩაზე N13 და N15 ბინებთან, დადიანის ქუჩა N 59, სულხან-საბას გამზირი, მე-8 ბაგა-ბაღის წინ, ჭიათურის ქუჩის N4 და N6 სახლების წინ მოეყობა.

„მიმწოდებელი“ ვალდებულია მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციია, ხელშეკრულების დადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს.

თეგები: სპორტული მოედანი