კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

9 აპრილის მემორიალის ირგვლივ ყვავილები ირგვება

5 აპრილი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 20

9 აპრილის მემორიალის ირგვლივ  ყვავილები ირგვება

ქალაქის მორთვის აქცია “ბოტანიკური ბაღის” მიერ დაიგეგმა.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ყვავილების დარგვა მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის მერიის ააიპი “ბოტანიკური ბაღის” მიერ დაიგეგმა.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, აქცია 9 აპრილთან დაკავშირებით ეწყობა. ყვავილები ცენტრალურ ბულვარში 9 აპრილის მემორიალის ირგვლივ, ასევე მერიის წინ ირგვება.

“დაირგვება 6 ათასამდე ძირი ყვავილი, ეს არის ჩვენი საჩუქარი ქალაქისათვის, რისთვისაც საჭირო თანხა ჩვენი საკუთარი შემოსავლებიდან გამოვძებნეთ. ყვავილების ნაწილი ჩვენს მიერაა გამოყვანილი, ნაწილი კი გეგუთის სათბურიდან შევიძინეთ”, – აღნიშნა მან.

სამუშაოებს ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები ასრულებენ.

თეგები: 9 აპრილი