სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლას საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

8 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლას  საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა. მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ამ სკოლის კურსდამთავრებულია, ჩაერთო პროექტში, „სკოლაში დაბრუნება“.

ის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ნატოს თანამშრომლობასა და ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნატოს დღეები 2 – 11 აპრილს იმართება.

თეგები: სკოლა