სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

11 წლის მექსიკელს აინშტაინს ადარებენ

25 იანვარი, 2015 • ასმათ ყურაშვილი • 13

11 წლის მექსიკელს აინშტაინს ადარებენ

ლუის რობერტოს ერთადერთი ოცნება ჰარვარდის უნივერსიტეტში კვანტური ფიზიკის შესწავლაა.

მექსიკელი 11 წლის გენიოსი, ლუის რობერტო რამირესი, რომლის ინტელექტსაც ალბერტ აინშტაინის ინტელექტს უტოლებენ, ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე დაიბარეს, სადაც მისი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის საკითხს განიხილავენ.
მას ერთ-ერთი კოლეჯის სრული კურსის დასასრულებლად ათი კვირა დასჭირდა, რის შემდეგაც მას უფლება აქვს უნივერსიტეტში ჩააბაროს.
ლუისმა 47 საგნის გამოცდებიდან მხოლოდ ერთში მიიღო ცხრა ქულა, ყველა დანარჩენში კი – მაქსიმალური ათი.
პედაგოგებმა, რომლებიც ასეთ მაღალ შედეგს არ ელოდნენ , ტესტების მიხედვით ბავშვის IQ-ს კოეფიციენტი განსაზღვრეს და როგორც გაირკვა, რომ პატარა გენიოსის ინტელექტის დონე ალბერტ აინშტაინის ინტელექტის ტოლია. ეს კი თითქმის 160 ქულაა. ლუის რობერტოს ერთადერთი ოცნება ჰარვარდის უნივერსიტეტში კვანტური ფიზიკის შესწავლაა.

თეგები: ალბერტ აინშტაინილუის რობერტო რამირესისაზოგადოება