სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დედაენის ძეგლთან კალიგრაფისტთა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

14 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 1

დედაენის ძეგლთან  კალიგრაფისტთა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედაენის ძეგლთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა კალიგრაფისტთა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

კალიგრაფისტთა კონკურსი, 8 აპრილს მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. მასში საჯარო და კერძო სკოლების 48 პედაგოგი და 65 მოსწავლე იყო ჩართული. გამარჯვებული 5 პედაგოგი და 5 მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც სიგელებით და თანხით დაჯილდოვდნენ. კონკურსი წელს უკვე მესამედ გაიმართა და მისი მიზანი ქართული დამწერლობის პოპულარიზებაა.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

თეგები: დედა ენა