სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შს მინისტრმა ქუთაისში სამუშაო შეხვედრა გამართა

27 აპრილი, 2017 • ნიუპრესი • 1

შს მინისტრმა ქუთაისში  სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ქუთაისში გასვლითი სამუშაო თათბირი ჩაატარა, ინფორმაციას ამის შესახებ შსს პრესსამსახური ავრცელებს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ გაფართოებული შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

თათბირზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გიორგი მღებრიშვილმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ ახალი დავალებები მისცა.

თეგები: შს მინისტრი