სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“თავისუფლება ირაკლის” – ქუთაისის ციხესთან აქცია გაიმართა

28 აპრილი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

“თავისუფლება ირაკლის” –  ქუთაისის ციხესთან აქცია გაიმართა

“თავისუფლება ირაკლის” – ამ მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ქუთაისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 განყოფილებასთან აქცია გამართეს.

აღნიშნულ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ჩხირკვია იმყოფება.

“მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის უკანონო პატიმრის ირაკლი ჩხირკვიას გათავისუფლებას, ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა უკანონო პატიმარს” , -განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ.

მისი თქმით, აქციები ირაკლი ჩხირკვიას გათავისუფლების მოთხოვნით სხვა ქალაქებში გაიმართება.

აქციაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთან დაკავებულის მეგობრებიც მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, ირაკლი ჩხირკვიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თეგები: ირაკლი ჩხირკვია