ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ელექტრონული მუსიკის კონცერტი და ფერების ფესტივალი გაიმართება

5 მაისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ელექტრონული მუსიკის კონცერტი და ფერების ფესტივალი  გაიმართება

დღეს ქუთაისში ელექტრონული მუსიკის კონცერტი და ფერების ფესტივალი გაიმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებელი, დიჯეი ზაპა მიიღებს. კონცერტი ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია, ის 17:00 საათზე დაიწყება.

ფერების ფესტივალი ქუთაისში მეორედ იმართება. შარშან გამართულმა ფესტივალმა მოწონება დაიმსახურა, რის გამო ორგანიზატორების მიერ ფესტივალი წელსაც მოეწყო.

თეგები: ელექტროკონცერტი