სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს

13 მაისი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს

ქუთაისში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები 2017 წლის ზაფხულის ბოლომდე გადაეცემათ.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ის ახლადაშენებული კორპუსები დაათვალიერეს, სადაც ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.

მათივე განცხადებით, სამინისტრომ შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ორი 16-სართულიანი კორპუსი ააშენა, აღმაშენებლისა და ერისთავის ქუჩებზე არსებული აშენებული კორპუსები კი, ქართველი მენაშენეებისგან გამოისყიდა.