კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მეგობარი ავარიდოთ ავს” ,- საქველმოქმედო კონცერტიდან 3150 ლარი შემოვიდა

15 მაისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 24

“მეგობარი ავარიდოთ ავს” ,- საქველმოქმედო კონცერტიდან  3150 ლარი შემოვიდა

თანხა მამუკა გელხვიძიის ჯანმრთელობას მოხმართება.

“მეგობარი ავარიდოთ ავს”,- ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი – მარათონი გაიმართა. შემოსული თანხა ქუთაისელი ხელოვანის მამუკა გელხვიიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ღონისძიებიდან 3150 ლარი შემოვიდა. კონცერტზე მონაწილეობა ცნობილმა მუსიკოს-შემსრულებლებმა მიიღეს. საღამოს ორგანიზებას ქუთაისელი მუსიკოს-პროდიუსერი და კულტუროლოგი კოტე მალანია გაუძღვა.

ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კოტე მალანიას წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხა მამუკა გელხვიიძის ანგარიშზე გადაირიცხება.

თეგები: საზოგადოებაქუთაისი მერია