ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას გამოკითხულთა 84 % ემხრობა

15 მაისი, 2017 • ნიუპრესი • 1

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას გამოკითხულთა 84 % ემხრობა

NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთი თემა პრეზიდენტის არჩევის წესია.

გამოკითხულთა 84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. პრეზიდენტის არჩევას ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან მხარს უჭერს 9 %, 2% ასეთი არჩევის არც ერთ წესს არ ეთანხმება, 4%-ს კი არ აქვს კითხვაზე პასუხი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.

თეგები: NDIარჩევაპრეზიდენტი