ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჰოსპიტალს ,,მედიქალსიტი” ახალი, შვიდსართულიანი შენობა ემატება

19 მაისი, 2017 • ნიუპრესი • 1

ჰოსპიტალს ,,მედიქალსიტი” ახალი, შვიდსართულიანი შენობა ემატება

მულტიპროფილურ ჰოსპიტალს – ,,მედიქალსიტი” შვიდსართულიანი შენობა ემატება.

მიმდინარე მშენებლობის პროცესი ქუთაისის მერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაათვალიერეს.

“მედიქალსიტი“-ს და თურქეთში არსებულ ჰოსპიტალურ ქსელ “მედიქალ პარკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ახალ კორპუსში თურქი ექიმები ჩაატარებენ სხვადასხვა სახის მანიპულაციებს, როგორც ამბულატორიული, ასევე ქირურგიული მიმართულებით.

როგორც ჰოსპიტალის გენერალურმა დირექტორმა გია გრძელიძემ განაცხადა, კლინიკა ქართულ-თურქული იქნება და მასში თურქი ექიმები ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.

შპს ,,მედიქალსიტი” აქამდე ცნობილი იყო, როგორც “ინფექციური სავადმყოფო”, თუმცა დაწესებულება უკვე მულტიპროფილურ ჰოსპიტალს წარმოადგენს, სამომავლოდ კი, თანამდეროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბებას გეგმავს.

თეგები: მედიქალსიტი"