ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მსოფლიო რაგბის ჩემპიონატზე ახალ ზელანდიას ქუთაისი უმასპინძლებს

19 მაისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

მსოფლიო რაგბის ჩემპიონატზე ახალ ზელანდიას ქუთაისი უმასპინძლებს

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.

ჩემპიონატი 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება.

მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ტურნირის 5 გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია B ჯგუფის თამაშებს ქუთაისში, აია არენაზე გამართავენ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში 31 მაისი – 8 ივნისის პერიოდში ახალი ზელანდიის ნაკრებს სასტუმრო წყალტუბო პლაზა უმასპინძლებს.

თეგები: ახალი ზელანდიარაგბისპორტი