ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სად შეიძლება წაიყვანოთ 1 ივნისს პატარები?

30 მაისი, 2017 • ნიუპრესი • 1

სად შეიძლება წაიყვანოთ 1 ივნისს პატარები?

ქუთაისის მერია ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს.

“ნიუპრესი” გთავაზოთ ღონისძიებების ჩამონათვალს, თუ სად შეიძლება წაიყვანოთ ამ დღეს თქვენი პატარები:

დღის განმავლობაში გაბაშვილის პარკში საბავშვო ატრაქციონები უფასო იქნება

– 11:00 სთ- დღის განმავლობაში – საბავშვო ატრაქციონები – ოპერის თეატრის გვერდით და საათთან

– 12:00 „მხიარული სტარტები“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის – სპორტის სასახლე

– 16:00 „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“ დასკვნითი ტური — დასწრება თავისუფალია – ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

– 16:00 კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის და ააიპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების საბავშვო სიმღერების კონცერტი. – კულტურის ცენტრში

– 17:00 სთ – 5 კმ გარბენი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის – „სიცოცხლე-მოძრაობაა!!!“ – ავტოქარხნის ხიდიდან ცენტრალურ მოედნამდე.

– 14:00 სთ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში.

– 12:00 – სპექტაკლი „გულადი ფისო“- თოჯინების თეატრში

– 19:00- სთ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფიგურული ციგურაობის საჩვენებელი წარმოდგენა – ყინულის მოედანზე.

თეგები: ბავშვთა დაცვა