ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, პრევენციის მიზნით, კვლევა ჩატარდა. გუბერნიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვლევის მიზანი სმენდაქვეითებულ ბავშვთა გამოვლენაა. კვლევის ფარგლებში მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების 1- 4 კლასის 700 – მდე მოსწავლე შემოწმდება. სმენადაქვეითებულ ბავშვებს კი სასმენი აპარატები უფასოდ გადაეცემათ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები 15 მაისს დაიწყო და 2 ივნისამდე გაგრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში, კვლევის პროცესს ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, შვედეთის ელჩის მოადგილე ლინ ნეტელვიკი და ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ხარაგაულში სმენადაქვეითებულ ბავშვებს სასმენი აპარატები უფასოდ გადაეცემათ
30 მაისი, 2017 • ნიუპრესი • 2
თეგები: სმენა • შემოწმება • ხარაგაული
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები