ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში რაგბის ჩემპიონატი ტაბლოს გარეშე მიმდინარეობს

3 ივნისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში რაგბის ჩემპიონატი ტაბლოს გარეშე მიმდინარეობს

“ქუთაისში, სარაგბო კომპლექს “აია არენაზე” ტაბლო არ არის”, – ინფორმაციას მოქალაქეები ავრცელებენ. მათი თქმით, თამაშის დროს მაყურებლები ანგარიშს ერთმანეთს ეკითხებოდნენ.

“სხვა შეფერხებებთან ერთად პრობლემა იყო ისიც, რომ მოედანზე არ არის ტაბლო. არის მხოლოდ მცირე ზომის ეკრანი, რისი დანახვაც ყველა მხრიდან არ არის შესაძლებელი. მაყურებლები ანგარიშს დიქტორის მეშვეობით იგებდნენ, ან ერთმანეთს ეკითხებოდნენ,”-აცხადებს ირაკლი გვალია.

საქართველოს რაგბის კავშირში ამ დროისთვის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მათ კომენტარს მოგვანებით შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის ჩემპიონატის დროს დაირღვა კანონი და საქართველოს დროშა მცირე ზომით იყო წარმოდგენილი, ასევე არ იყო მოწესრიგებული მოედნის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, რის შესახებაც “ნიუპრესმა” ინფორმაცია პირველსავე დღეს გაავრცელა.

რაგბის ჩემპიონატი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქუთაისში [VIDEO]

“ჩემპიონატი ქუთაისისათვის იყო შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა”

რაგბის ჩემპიონატზე “დაკნინებული” საქართველოს დროშა [VIDEO]

თეგები: რაგბიტაბლო