სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავსტრიის ელჩი იმყოფება

7 ივნისი, 2017 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში  ავსტრიის ელჩი იმყოფება

ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში არად ბენკო იმყოფება.

ავსტრიელი დიპლომატი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო. მერიის ინფორმაციით, ელჩმა ქართული და ავსტრიული უნივერსიტეტების დამეგობრების სურვილი გამოთქვა. ისაუბრა განათლების კუთხით გამოცდილებების გაზიარების მნიშვნელობაზე. ამასთან, არად ბენკო ქუთაისის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა.

ქუთაისის მერთან შეხვედრის შემდეგ ავსტრიის ელჩი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნისვერსიტეტში მივიდა, სადაც ევროპული ღირებულებების შესახებ სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა.

ავსტრიის საელჩო საქართველოში ახლახანს გაიხსნა. დიპლომატის გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ქუთაისში პირველია.

თეგები: ავსტრის ელჩი