ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის 143 273 ლარი გამოყო

17 ივნისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის მერიამ კომპიუტერული მოწყობილობებისთვის  143 273 ლარი გამოყო

ქუთაისის მერიამ კომპიუტერული მომსახურეობისთვის 143 273 ლარი გამოყო. მომსახურეობას შპს „იუ-ჯი-თი“ და ინდ. მეწარმე გიორგი კანდელაკი მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ. კონსოლიდირებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარებისთვის 117 135 ლარიანი ხელშეკრულება შპს „იუ-ჯი-თი“-სთან გააფორმა, ხოლო აღნიშნული მომსახურეობისთვის ინდ. მეწარმე გიორგი კანდელაკთან 26 138 ათასი ლარი გამოყო.

„მიმწოდებლებმა“ ქუთაისის მერია მთელი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შემდეგი მოწყობილობებითა და აქსესუარებით:

უწყვეტი კვების წყარო, რაოდენობა 1 ცალი, ღიებულება 7079 ლარი. პრინტერი 1ცალი და 2 ორიგინალი კატრიჯი, ღიებულება 24 257ლარი, ქაღალდი 3 750 შეკვრა, ღირებულება 26 138 ლარი, პერსონალური კომპიუტერი 40 ცალი ღირებულება 45 480 ლარი ლეპტოპი 32 ცალი, ღირებულება 40 319.

თეგები: ქუთაისი მერია