ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

28 ივნისს ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

26 ივნისი, 2017 • ნიუპრესი • 1

28 ივნისს ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ქუთაისში, 28 ივნისს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 7000 აბონენტს; – ნიკეას, ლომოურის, კ. გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს, აგრეთვე, ნაწილობრივ ილია ჭავჭავაძის გამზირს (ე.წ. მინისტარას მონაკვეთს).

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს სისტემატურად ტარდება ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. ამჯერად პროფილაქტიკური სამუშაოები მაღალი ძაბვის ქვესადგურ “ბაკისუბანშია” დაგეგმილი.

სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თეგები: ელექტროენერგია