ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადგილობრივი არჩევნები, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს გაიმართება

27 ივნისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

ადგილობრივი არჩევნები, სავარაუდოდ,  22 ოქტომბერს გაიმართება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება.

პრეზიდენტს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისივე განმარტებით, არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტს 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

“ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება “საარჩევნო კოდექსში“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მოარგო.

თეგები: 22 ოქტომბერიადგილობრივი არჩევნები