ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირეცხება თუ არა ქუთაისის ქუჩები?

3 ივლისი, 2017 • ნიუპრესი • 1

ირეცხება თუ არა ქუთაისის ქუჩები?

ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტუალური გახდა ქალაქის ქუჩების მორწყვა-მორეცხვის საკითხი.

“ნიუპრესის” კითხვაზე, ხდება თუ არა ქალაქის ქუჩების მორეცხვა, ადგილობრივები მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ და აცხადებენ, რომ ასეთი რამ არ შეუნიშნავთ.

“რომ ირეცხებოდეს, ან ირწყვებოდეს ქუჩები, ასეთი მდგომარეობა იქნება, რა ეტყობა ამ ქუჩებს მორეცხილის, დილით მორეცხილი ქუჩა ასეთი მტვრიანი იქნება?”-ამბობენ ადგილობრივები.

როგორც ააიპი “სპეციალურ სერვისებში” აცხადებენ, ქალაქის ქუჩების მორწყვა ასეთ ცხელ ამინდებში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ცენტრალური ქუჩები დილის 5 საათზე ირეცხება.

პროგრამა, რომელიც ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორწყვა-მორეცხვას ითვალისწინებას, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს. სამსახური აღნიშნული საქმიანობისათვის 2 სპეციალურ ავტომობილს ფლობს.

ამ თემაზე: ირეცხება თუ არა ქალაქის ქუჩები? [VIDEO]

თეგები: ქუჩების მორწყვა