ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაგა-ბაღების საქმე უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო

4 ივლისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ბაგა-ბაღების საქმე უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა, საქმე ეხება ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და გამგის დავას.

ნომერ პირველი ბაღის გამგის ზაალ ხონელიძის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო გაერთაინების საკასაციო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვა დაუშვებლად ცნო. ხონელიძის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა იცავდა.

სააპელაციო სასამართლომ ზაალ ხონელიძის საჩივარი დააკმაყოფილა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას მისი სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ზაალ ხონელიძე თანამშრომლების ერთდღიანი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს, ხონელიძე მესამე გამგეა, რომლის სამსახურში აღდგენაც გაერთიანებას სასამართლოს მიერ დაევალა.