ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსი“, 14 ივლისს გაიხსნება. გახსნასთან დაკავშირებით გალა-კონცერტი ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
“ნიუპრესის” ინფორმაციით, კონცერტს ნიაზ დიასამიძე 18:00 საათიდან გამართავს. “მაკდონალდსის” რესტორანში სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რესტორნის გახსნა საღამოს ფოიევერკით დასრულდება.
შეგახსენებთ, სამუშაოებს კომპანია “ალპი გრუპი” ასრულებს. “მაკდონალდსის” მშენებლობა “თ და კ რესტორნების” მიერ იანვარში დაიწყო. ადგილი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, რასაც ქალაქში არაერთი აქცია მოყვა.