სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რამდენი პროექტი დააფინანსა “აწამოე საქართველომ” იმერეთსა და ქუთაისში?

13 ივლისი, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

რამდენი პროექტი დააფინანსა “აწამოე საქართველომ” იმერეთსა და ქუთაისში?

პროექტში “აწარმოე საქართველო” 2015 წლიდან დღემდე იმერეთიდან 5 594 განცხადებაა შესული, აქედან 2016 წლამდე 426 განცხადება დაფინანსდა.

მათ შორის ქუთაისში 2015 წლიდან დღემდე, დაფინანსებაზე 1 357-მა მსურველმა შეიტანა განცხადება. აქედან 2016 წლის ჩათვლით მხოლოდ 92 განცხადება დაკმაყოფილდა.

კერძოდ; 1 რაუნდი – შემოსული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 1284, მათ შორის ქუთაისში: 180.

დაფინანსებული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 160 მათ შორის ქუთაისში – 27
2 რაუნდი: შემოსული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 1 583, მათ შორის ქუთაისში: 408.
დაფინანსებული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 236, მათ შორის ქუთაისში: 65.
3 რაუნდი (მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებისთვის)
შემოსული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 165, მათ შორის ქუთაისში: 6.
დაფინანსებული განაცხადების რაოდენობა იმერეთში: 30, მათ შორის ქუთაისში: 0.
4 რაუნდი, რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს ბიზნეს იდეების კონკურსში შემოსული განაცხადების რაოდენობა იმერეთში – 2561; მათ შორის ქუთაისში – 763; დაფინანსების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ინფორმაცია “ნიუპრესს” პროექტის წარმომადგენლობიდან მოაწოდეს, დაფინანსების სხვა დეტალები კონფიდენციალურია.

თეგები: აწარმოე საქათველოში