სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ღიმილის ქალაქი” – ქუთაისში მანათობელი ყუთი გამოჩნდა

13 ივლისი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ღიმილის ქალაქი” – ქუთაისში მანათობელი ყუთი გამოჩნდა

ქუთაისში “ღიმილის ქალაქის” აღმნიშვნელი მანათობელი ყუთი განთავსდა.

ტურისტული ლოგოს და სლოგანის აღმნიშვნელი ე.წ. ლაით ბოქსი ჯერჯერობით მხოლოდ ტურიზმის ცენტრის წინ დაიდგა.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, ქალაქის ცენტრში 6 მანათობელი ყუთი დაიდგმება. მისი თქმით, ლოგო და სლოგანი უკვე დატანილია მათ მიერ დამზადებულ ბროშურებზე, ასევე აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო გამოფენებში.

ტურისტული ლოგო და სლოგანი გასული წლის ბოლოს შეირჩა, კონკურსში განსახილველად წარდგენილი იყო ლოგოს – 58, სლოგანის კი 33 ვარიანტი. გამარჯვებული კომპანიაა „HOLMES&WATSON“.

ამ თემაზე:

ტურისტული ლოგოსა და სლოგანის გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა

ქუთაისი “ღიმილის ქალაქად” ოფიციალურად გამოცხადდა

თეგები: "ღიმილის ქალაქი" - ქუთაისიმანათობელი