სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ელექტროენერგიის მოსალოდნელი გამორთვები 19 ივლისისათვის

18 ივლისი, 2017 • ნიუპრესი • 1

ელექტროენერგიის მოსალოდნელი გამორთვები 19 ივლისისათვის

19 ივლისს იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ელექტროენერგიის მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს. გათიშვა დაგეგმილ სამუძშაოებს უკავშირდება.

ქუთაისი. 19 ივლისს 06:00-დან 12:00 საათამდე – დაახლოებით 7000 აბონენტს ქ. ქუთაისში სულხან საბას, თაბუკაშვილის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში.

ხონი. 19 ივლისს 06:00-დან 10:00 საათამდე – დაახლოებით 10 200 აბონენტს მთლიანად ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასევე 19 ივლისს 10:45-18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 504 აბონენტს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში.

სამტრედია. 19 ივლისს 10:45-დან 18:00 საათამდე – დაახლოებით 200 აბონენტს სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში.

ტყიბული. 19 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე – დაახლოებით 600 აბონენტს სოფლებში სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი. 11:00-დან 18:00 საათამდე 550 აბონენტს სოფლებში მუხურა და რცხილათი. 12:00-სან 14:00 საათამდე 110 აბონენტს სოფლებში კურსები და ორპირი, 13:00-დან 16:00 საათამდე 61 აბონენტს სოფელ კოკაში.

წყალტუბო. 19 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე – 84 აბონენტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ნამოხვანში და საკირეში.

ბაღდათი. 19 ივლისს 11:15-დან 18:00 საათამდე – დაახლოებით 260 აბონენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში.

ამბროლაური. 19 ივლისს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 190 აბონენტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში. 11:00-დან 18:00 საათამდე 620 აბონენტს სოფლებში ფუტიეთი, კრიხი, ახალსოფელი, ზემო კრიხი, სხვავა. ხოლო 11:00-დან 18:30 საათამდე 47 აბონენტს სადმელში.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თეგები: ელექტროენერგია