წყალტუბოში სასწრაფო დახმარების ცენტრი აშენდება, ამის შესახებ იმერეთის საკონსულტაციო საბჭოს გასვლით სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც წყალტუბოში გაიმართა.
“2015-17 წლის სამოქმედო გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები, რომელიც უკავშირდება იმას, რომ იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ცენტრი არ გაგვაჩნია, რეგიონალური განვითარების ფონდიდან მოხდება დაფინანსება ამ მიმართულებით”- განაცხადა გიგი ჭიჭინაძემ შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია ასეთი ცენტრის აშენება წყალტუბოში, რისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 160 ათასი ლარი გამოიყოფა.