სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ქუთაისი. 21 ივლისს 16:00-დან 20:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოები არის დაგეგმილი ქვესადგურ „მოწამეთაში“, რის გამოც ელენერგია დროებით შეუწყდება დაახლოებით 980 აბონენტს ქ. ქუთაისში კლდიაშვილის, გელათის, კიბულას, ტყიბულის და მიმდებარე ქუჩებზე.
ტყიბული. 21 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე – 319 აბონენტს სოფლებში ხრესილი, ლეღვა, ძუყნური, ახალდაბა.
ხარაგაული. 21 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ქვესადგურ „წიფა წევაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ძაბვა შეუწყდება დაახლოებით 350 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წიფა, ფონა და გოლათუბანი.
ზესტაფონი. 21 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე -1422 აბონენტს ქ. ზესტაფონში და მიმდებარე სოფლებში ქვედა საზანო, ტყლაპი, სასახლე; 10:30-დან 17:00 საათამდე სოფლებში მარტოთუბანი, საღვინე, დილიკაური, შოროპანი და მიმდებარე სოფლებში; 22-23 ივლისს 05:30-დან 15:00 საათამდე – სოფლებში ბოსლევი და რკვია.
ხონი. 21 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე – დაახლოებით 1000 აბონენტს ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გუბი, დიდი კუხი, პატარა კუხი.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.