ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედია – გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გზა გადაკეტეს

20 ივლისი, 2017 • ნიუპრესი • 1

სამტრედია – გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გზა გადაკეტეს

სამტრედია – გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები კომპანია ,,არტ კომისგან”, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობას აწარმოებს, კუთვნილი ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით , უკრაინული კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ვალუიკინმა არამარტო ავტობანზე დასაქმებულები, საქართველოს მთავრობაც მოატყუა და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მათივე ინფორმაცით, სამუშაოები ბოლო რამდენიმე თვეა შეწყვეტილია თანხის არ არსებობის გამო.

,,ხელფასები არ მოუციათ 6 თვეა. დღეს შეთანხმების ბოლო დღეა. ჯერ პირველ ივლისს დაგვპირდნენ ხელფასების დარიცხვას, ბოლოს წერილი გამოგზავნეს 20-ში დაგერიცხებათო, მაგრამ კომპანიის დირექტორი დღესაც არ მოვიდა და ჯანმრთელობის გაუარესება მოიმიზეზა. არ ვაპირებთ უკან დახევას. სხვისას ხომ არაფერს ვითხოვთ? რაც გვეკუთვნის ის ჩაგვირიცხოს“, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა ბათუმის გზა გადაკეტეს.

ipn.ge