ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

4 აგვისტოს ქუთაისის ნაწილს ელექტომომარაგება შეუწყდება

3 აგვისტო, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

4 აგვისტოს ქუთაისის ნაწილს ელექტომომარაგება შეუწყდება

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ქუთაისის ნაწილს.

04 აგვისტოს ქვესადგურ “ქუთაისი 4”-ში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 6000 აბონენტს ქ. ქუთაისში რუსთაველის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თეგები: ელექტროენერგია