2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 6 თვეში ყველაზე მეტი, საქართველოს 874 მოქალაქის დეპორტაცია თურქეთიდან განხორციელდა.
206 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა გერმანიიდან, ხოლო ისრაელიდან – 200.
საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია რუსეთიდან,
56-ის საფრანგეთიდან,
საბერძნეთიდან მხოლოდ 37 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.
შსს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში საქართველოში შემოსვლაზე უარი 2922 მოქალაქეს ეთქვა, სავიზო რეჟიმის დარღვევის 1281 ფაქტი გამოვლინდა.
