შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ეგვიპტის, თურქეთის, კუბის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, რუსეთის, ნიგერიის, სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, ბურუნდის, ეთიოპიის და პაკისტანის – ჯამში 61 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 3000-მდე პირი, რაც წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.