ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე წარსდგებიან

7 სექტემბერი, 2026 • NewPress • 55

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე წარსდგებიან

სუხიშვილები აცხადებენ, რომ მათთვის ქუთაისის სცენაზე დაბრუნება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

სუხიშვილების ტურნე საქართველოში ქუთაისიდან იწყება –   სუხიშვილები მესხიშვილის თეატრის სცენაზე 8 სექტემბერს წარდგებიან.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისელ მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება  სცენაზე იხილოს  როგორც უკვე კლასიკად ქცეული, ისე ახალი დადგმები.

მათ შორის მთის ცეკვები, როგორებიცაა: “ხანჯლური”, “სვანური” და “ხევსურული”, განსხვავებულად მტკიცე ხასიათით სრულდება.

მაგალითად, „ჯუთა“ და „ცდო“, რომელიც ქართული სოფლის სახელებია და განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.

ასევე “ნანილა”, რომლის შექმნის იდეა ძველი სვანური იავნანადან წამოვიდა. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური ცეკვა, რომლის დროსაც ისინი თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები კი ზარის ფორმისაა.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

 

თეგები: კულტურასუხიშვილებიქუთაისი