კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ”-გოგი წულაია ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებს

12 აგვისტო, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

“ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ”-გოგი წულაია ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებს

“თავისუფალი საქართველო” ნინო ბურჯანაძის პარტიათან აწარმოებს მოლაპარაკებას.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელდება. როგორც გოგი წულაია “ნიუპრესთან” საუბარში განმარტავს, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“მიმდინარეობს განხილვა, 80%-ით, ალბათ, ვიქნები მერობის კანდიდატი, აგვისტოს ბოლოს გევცოდინება საბოლოო პასუხი. ვთვლი, რომ ძლიერი კანდიდატი ვარ და ჩავერთვები ამ ბრძოლაში”, -განაცხადა გოგი წულაიამ.

მისივე თქმით, არჩევნებისთვის ბლოკში გაერთიანედებიან, თუმცა არა “პატრიოტთა ალიანსთან”, რადგან ისარჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღბას. წულაიას თქმით, “თავისუფალი საქართველო” ამ დროისთვის ნინო ბურჯანაძის პარტიათან აწარმოებს მოლაპარაკებას.

თეგები: კანდიდატიწულაია