ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათში 83 წლის კაცმა ცოლი ეჭვიანობის გამო მოკლა

14 აგვისტო, 2017 • ნიუპრესი • 1

ბაღდათში 83 წლის კაცმა ცოლი ეჭვიანობის გამო მოკლა

ბაღდათში 83 წლის ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების თქმით, ქმარმა ცოლი საკუთარ სახლში, სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობას კი წინ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი უძღოდა. მეზობლების თქმით, მკვლელობა ეჭვიანობას უკავშირდება.

შსს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1934 წელს დაბადებული გ.გუმბერიძე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს – 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით),” – ნათქვამია განცხადებაში, – აცხადებენ შსს-ში.

თეგები: ცოლი მოკლა