ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რომელ ქუჩებს შეეზღუდება 18 აგვისტოს ქუთაისში ელექტროენერგია?

17 აგვისტო, 2017 • ნიუპრესი • 1

რომელ ქუჩებს შეეზღუდება 18 აგვისტოს ქუთაისში ელექტროენერგია?

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში 18 აგვისტოს დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 6070 აბონენტს შეუწყდება.

06:00-დან 11:00 საათამდე გაითიშება რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩები, გორას და ჭომის დასახლება.

11:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა გაეთიშება დაახლოებით 2650 აბონენტს ქუთაისში გრიშაშვილის, დუმბაძის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:00-დან 13:00 საათამდე – 226 აბონენტს ჯავახიშვილის ქუჩაზე.

11:00-დან 16:00 საათამდე – 226 აბონენტს გელათის, კიბულის, მწვანეყვავილას და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თეგები: ელექტროენერგია