სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ქუთაისში ნიკა ლატარია უხელმძღვანელებს?

18 აგვისტო, 2017 • ანი ლიპარიშვილი • 1

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ქუთაისში ნიკა ლატარია უხელმძღვანელებს?

“ნიუპრესის” ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ასევე მომავალი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

აღნიშნულს არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ნიკა ლატარია. როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, ამ თემებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

“ჯერ ადრეა, ვისაუბროთ მსგავს თემებზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ გავრცელებულ ინფორმაციას”,-აცხადებს ლატარია.

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის პოსტზე ნიკა ლატარიასთან არსებულ მოლაპარაკებებს ადასტურებენ პარტიაში.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გასულ წელს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობდა, რომლის კანდიდატურაც ქუთაისის მერის პოზიციაზე განიხილება.

თეგები: ნიკა ლატარია