საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი გამოაცხადა. თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
2017 წლის არჩევნებში სიახლეა ის რომ მუნიციპალიტეტები გამგებლების ნაცვლად მერებს აირჩევენ.
თვითმართველი ქალაქების რაოდენობა წელს 12-დან 5-მდე შემცირდა.
პარლამენტის მიერ 2017 წლის 26 ივლისს მიღებული ცვლილებით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი რჩება თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.
რა სიახლეებია წელს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით?