ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოლიმპიადაში გამარჯვებულები 10 დღით ურეკში დაისვენებენ

25 აგვისტო, 2017 • ნიუპრესი • 1

ოლიმპიადაში გამარჯვებულები 10 დღით ურეკში დაისვენებენ

ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების ორგანიზებით დღეს დილით დაბა ურეკში კიდევ ერთი ბანაკი გაემგზავრა.

25 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საზაფხულო შემეცნებითი ბანაკი „მცირე აკადემია“ მოეწყობა.

ბანაკის წევრები საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები არიან.

ოლიმპიადის ტურები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, გეოგრაფიასა და ინფორმატიკაში, ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ქუთაისში არსებული სკოლების ყველა მოსწავლისათვის ჩაატარეს.

ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დაბა ურეკში 10 დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ სპეციალური გაკვეთილები, რომელიც დაეხმარებათ მონაწილეობა მიიღონ უკვე საერთაშორისო ოლიმპიადებში. ბანაკი „მცირე აკადემია“ 3 წელია სრულად ფინანსდება ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ.

თეგები: ოლიმპიადა