ქუთაისში, ავანგარდისა და ვაკისუბნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ გზის საშუალებით მოხდება ქუთაისის ნიკეას გზით ავტობანთან დაკავშირება.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მოინახულა. მისი თქმით, პროექტი, რომელიც სულხან-საბას დასახლებასა და ვაკისუბანს თანამედროვე გზით ერთმანეთთან დაკავშირებას გულისხმობს, 30 წლის განმავლობაში უსახსრობის გამო შეჩერებული იყო. პროექტის მიზანი ჭავჭავაძის ცენტრალური მაგისტრალის განტვირთვაა.
სულხან საბა- ვაკისუბნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2017 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც 1 800 000 (მილიონ რვაასი ათასი) ლარი ჯდება. პროექტი ორ წლიანია. სამუშაოების მთავარი ნაწილი წელს დასრულდება.
