ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჩრდილოეთ კორეაში სტუდენტებს ფხენიანის ლიდერის ვარცხნილობის ტარებას აიძულებენ

21 თებერვალი, 2015 • ნიუპრესი • 13

ჩრდილოეთ კორეაში სტუდენტებს ფხენიანის ლიდერის  ვარცხნილობის ტარებას აიძულებენ

ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა ჩრდილოეთ კორეელ ახალგაზრდებს წარბების გაპარსვაც.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ვარცხნილობა შეიცვალა. ახალი ვარცხნილობით კიმ ჩენ ინი 18 თებერვალს პარტიის სხდომაზე გამოცხადდა.
ტრაპეციული ვარცხნოლობის გარდა ფხენიანის ლიდერის გარეგნობაში ჟურნალისტებმა კიდევ ერთი სიახლე შენიშნეს. დიქტატორს წარბები ნახევრად გაპარსული ჰქონდა. 2014 წლიდან ჩრდილოეთ კორეაში სტუდენტებს იგივე ვარცხნილობის ტარებას აიძულებენ, რაც ფხენიანის ლიდერს აქვს, გოგონებს კი იძულებულს ხდიან, კიმ ჩენ ინის მეუღლის, ლი სოლ ჩჟუს ვარცხნილობა ატარონ. ჯერჯერობით უცნობია, მოუწევთ თუ არა ჩრდილოეთ კორეელ ახალგაზრდებს წარბების გაპარსვაც. წყარო: ინფო9

თეგები: ვარცხნილობაკორეასაინტერესო ამბებიწარბების გაპარსვა