ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის რეგიონში მერობის 12 კანდიდატი წარადგინა

2 სექტემბერი, 2017 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის რეგიონში მერობის 12 კანდიდატი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით, 12 კანდიდატი იბრძოლებს.

ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში – არჩილ გოგსაძე, ვანში – ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში – ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში – ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში – ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში – თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში – გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში – პაატა ნადირაძე, ხარაგაულში – ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში – ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ მახათაძე.

წარდგენილი კანდიდატების დიდი ნაწილი მოქმედი გამგებლები არიან. არჩევნების შემდეგ გამგებლებს მერები დაერქმევათ.