16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", - ნათქვამია საქართელოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 20 ხმა