16 წლის ქუთაისელი გრაფიკოსი "შერეკილების" პერსონაჟების მონაწილეობით ანიმაციას ამზადებს
16 წლის გრაფიკოს დიზაინერი ლუი კაცაძე ახალ ანიმაციას ამზადებს, რომლის მთავარი გმირები, ცნობილი ქართული ფილმის "შერეკილების" პერსონაჟები იქნებიან. ლუი საზოგადოებამ უკვე გაიცნო სახალისო ფოტოანიმაციებით, რომლის გმირები ბაბუა და შვილიშვილი - რიკი და მორტი არიან. ლუი კაცაძე მის გატაცებასა და გეგმებზე "ნიუპრესს" ესაუბრა.
-გვიამბე შენს შესახებ?
-ვსწავლობ ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლაში, 14 წლის ასაკიდან დავინტერესდი ციფრული დიზაინით და ჩემით შევისწავლე ეს საქმე. შევქმენი კომიქსი ამერიკელი ანიმატორების მიერ გამოგონილი გმირების, რიკის და მორტის მონაწილეობოთ. ჩემს ანიმაციაში ჩანს, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და დაათვალიერეს კუთხეები, მათ მოსწონთ ჩვენი ქვეყანა და კმაყოფილები არიან. შევქმები გვერდი სოციალურ ქსელში - RAMIG , რომ მსოფლიოს გაეცნო საქართველო. ამასთან, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩემი პერსონაჟების საშუალებით გამოვხატე პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
-როგორი იყო გამოხმაურება შენს ფოტოანიმაციებზე?
-ახალი ანიმაციის შესახებ რას იტყვი?
-დავიწყე მუშაობა ქართული პროტოტიპის შექმნაზე. იქნება ქართველი ბაბუა და შვილიშვილი. ყველასთვის კარგად ნაცნობი და ძალიან მაგარი არაბიოლოგიური ბაბუა და შვილიშვილი შევარჩიე, ფილმიდან "შერეკილები" ერთაოზ ბრეგაძე და ქრისტოფერ მგალობლიშვილი. ვფიქრობ, კომედიურ ჟანრში ვიმუშავებ, მაგრამ თან მინდა დოკუმენტური მასალების გამოყენებით ინფორმირებადი ანიმე იყოს - ანიმაცია საქართველოს შესახებ ინგლისური სუბტიტრებით, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში.
-როდის გამოჩნებიან ახალი პერსონაჟები ვირტუალურ სივრცეში?
ავტორი: ირინა მაკარიძე