ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი გადაიდო

9 სექტემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი გადაიდო

ქუთაისელი მოკრივის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი, რომელიც გუშინ, ჩვენი დროით 24 საათზე უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაცია ხურციძის დედამ მოგვაწოდა. ამ დროისთვის მისთვის უცნობია სასამართლოს გადადების მიზეზი და მისი ჩატარების თარიღი. მოკრივის ოჯახის წევრები ამ სასამართლო პროცესზე მის გათავისუფლებას ელოდნენ.

ხურციძეს ქამრის და ტიტულის დასაცავად 3 თვე დარჩა. მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბილი ჯო სონდერსთან 8 ივლისს უნდა გაემართა, თუმცა ქართველი მოკრივის დაკავების გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე (ჩაქუჩა) 8 ივნისს, ბრძოლის გამართვამდე ერთი თვით ადრე ნიუ-იორკის აეროპორტში რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.