ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო ნომრები მიენიჭა

11 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო ნომრები მიენიჭა

ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა. იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო არჩევნებში, მიმართვის შედეგად ცესკო-მ იგივე საარჩევნო ნომრები დაუტოვა. საარჩევნო ნომერი წილისწყრით მიენიჭა 15-ს პარტიას.

საარჩევნო სუბიექტები არჩევნებში შემდეგი ნორმებით მიიღებენ მონაწილებას:

“ახალი მემარჯვენეები” – 29

„საარჩევნო ბლოკი ”ბაქრაძე-უგულავა – ევროპული საქართველო” – 2

„გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ – 27

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 5

„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ – 3

„სახალხო – ხალხის ერთსულოვნება“ – 38

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი – 42

„მამულიშვილი ორდენი სამშობლო“ – 34

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 14

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 41

„მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ -1

„დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 8

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 10

„ტრადიციონალისტები“ – 18

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 4

„ზვიადის გზა უფლის სახელით“ – 28

„პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” – 31

„ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ – 13

„სოციალისტური საქართველო – კომუნისტები“ – 37

„მრეწველები“ – 19

„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 15

„პარტია ”საქართველო” – 17

„მერაბ კოსტავას საზოგადოება“ – 22

”რესპუბლიკური პარტია” – 6

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 39

”შენების მოძრაობა” – 20

”მემარცხენე ალიანსი” – 9

„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 23

„თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ – 7

„საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები“ – 12

„ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 11

სულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 24 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთი კანდიდატი.