სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მოსახლეობამ გზა გადაკეტა

13 სექტემბერი, 2017 • ხატია ბანძელაძე • 1

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე  მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე, # 90 ბინის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს.

ადგილობრივების თქმით, კორპუსს 2 კვირაა წყალი არ მიეწოდება. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და წყლის მიწოდებას ითხოვენ.

გზის გადაკეტვის გამო განაწყენებული მძღოლი გზის დათმობას ითხოვდა, რა დროსაც ის ბავშვს დაეჯახა, თუმცა მოზარდი არ დაშავებულა.

აქციის მონაწილეებს პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ლატარია შეხვდა, რომელმაც მათ დახმარება აღუთქვა.

ამ დროისთვის გზა გახსნილია.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. შსს-ში ავტოსაგზაო შემთხვევას არ ადასტურებენ, შესაბამისთან მომხდართან დაკავშირებით სს საქმე არ აღძრულა.

თეგები: გზა გადაკეტა