სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,ქუთაისი იქნება ერთ -ერთი ეკონომიკურად განვითარებული ქალაქი” [R]

14 სექტემბერი, 2017 • ნიუპრესი • 1

,,ქუთაისი იქნება ერთ -ერთი  ეკონომიკურად განვითარებული ქალაქი” [R]

,,ქართული ოცნების,, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი სულხან-საბას და ვაკისუბნის ოლქში მამუკა რიჟამაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად სულხან-საბას დასახლებაში იყოფებოდა, სადაც ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რაც ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულია.

კანდიდატთან ერთად შეხვედრებს სულხან-საბას და ვაკისუბნის ოლქის მოქმედი მაჟორიტარი ლაშა გვენეტაძეც ესწრებოდა.

,,მამუკა რიჟამაძე არის ის კანდიდატი, რომელიც შეძლებს ყველა იმ საკითხის მოგვარებას, რაც აქტუალური იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.

დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრისას ყურადღება ამხანაგობების საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ხალხს თვითმმართველობასთან ერთად გადაწყვიტოს ყველა იმ საკითხის მოგვარება, რაც პრიორიტეტული იქნება.

თეგები: მამუკა რიჟამაძე